თავში

პროკურატურა ცრუობს და დამნაშავეს ხელს აფარებს - მიხეილ რამიშვილი

პროკურატურა ცრუობს და დამნაშავეს ხელს აფარებს - მიხეილ რამიშვილი
პროკურატურა ცრუობს და დამნაშავეს ხელს აფარებს - მიხეილ რამიშვილი

"დასრულდა არჩევნები და დაასრულეს ამ მკვლელობის საქმე" - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვიკატმა, მიხეილ რამიშვილმა report.ge-ს განუცხადა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მისი თქმით, პროკურატურა დამნაშავეს ხელს აფარებს.

"ამ გადაწყვეტილებით საქმის შეწყვეტას აპირებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცხედარი აღმოაჩინეს, როდესაც გამოვიდა მამუკა ჭელიძე და განაცხადა რომ ცხედარი, აბები და წერილი აღმოაჩინეს და ფსიქოლოგის ჩვენება გვაქვსო, მაგრამ მაშინ წინააღმდეგობა გავუწიეთ, მერე კი არჩევნები მოდიოდა. დასრულდა არჩევნები და დაასრულეს ამ მკვლელობის საქმე. დამნაშავეს ხელს, რომ აფარებ ხარ თვითონაც დამნაშავე. მთელი ეს ბრიფინგი ორიენტირებული იყო კომპიუტერის ექსპერტიზაზე და კომპიუტერზე, რომელიც მე გახსნილი დამახვედრეს ექსპერტიზის ბიუროში. გუშინ, რომ ვიყავით მისული, ჩაიწერეს, თუ რა კითხვები გვექნებოდა, რომ პასუხი გაეცათ. ვკითხე მთავარ ამბებზე, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, სად შეიძინათქო? არ ვიცითო.  დანარჩენი წამლები საიდან ჰქონდათქო? არ ვიცით, მაგრამ ჩანთაში იქნებოდაო, როგორ იქნებოდა მის ჩანთაში, მას არ უყიდია და რით ამტკიცებენ?! მოკლედ, არ იცოდნენ. რამდენიმე კითხვა რომ დავუსვი, დაამთავრეს შეხვედრა, რადგან ეს ისეთი კითხვებია, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროდან მოუვიდათ პასუხი, რომ პრეპარატს რეცეპტის გარეშე ვერ შეიძენდა, მას კი რეცეპტი არ ჰქონდა. სოციალური ქსელებით ეძებდნენ რომელიმე ოჯახის წევრს ხომ არ ჰქონდა ამ პრეპარატის რეცეპტი, რომ მერე ოჯახისწევრებისთვის დაებრალებინათ მას ქონდათ ნაყიდი და მისგან აიღო თამარმა ეს წამალიო",- განაცხადა რამიშვილმა

ადვოკატის თქმით, დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა იცრუა, რადგან წამალის ფირფიტაზე, რომელზეც დეენემი აღმოაჩინეს, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

"თქვენ იცით, რამხელა ტყუილი თქვა პროკურორმა, რომ თამარი დნმ-აღმოვაჩინეთო წამლის ცარიელ ფირფიტაზეო, მაგის ექსპერტიზა არ არის ჩატარებული, თუ მაგაზე ჩაატარეს ექსპერტიზა დანარჩენ პრეპარატებზე რატომ არ ჩაატარეს?! საიდან აღმოჩნდა 2015,2016,17,18 წლის ვადაგასული პრეპარატები თამარის ხელში? რატომ არ ჩაატარეს ამაზე ექსპერტიზა? და ამ პრეპარატზე როგორ ჩაატარეს ექსპერტიზა, როცა საქმეში არ დევს. გარდ ამისა, როგორ დაასრულეს გამოძიება, როდესაც სასამართლოს განჩინება იყო ამერიკაში გადაგზავნილი, რომ სოციალური ქსელების შინაარსობრივი ინფორმაცია უნდა მოსულიყო. არის ერთი ვარიანტი - მოვიდა ისეთი შინაარსი, რომელსაც ჩვენ არ გავცნობივართ და სასწრაფოდ დაასრულეს საქმე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ჩვენი ექსპერტების გარეშე ჩატარდა. ვიბრძოლებთ ბოლომდე",- განაცხადა რამიშვილმა report.ge-თან საუბარში

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ცნობით საქმის გამოძიება შეწყდა, რადგან ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system