თავში

პროკურატურა "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელისთვის პატიმრობას ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

სამართალდამცველებმა ნიკა წურწუმია 16 აპრილს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system