თავში

პროკურატურამ ლექსო ლაშქრავაზე თავდამსმხელ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლექსო ლაშქრავაზე თავდამსმხელ პირს ბრალდე
პროკურატურამ ლექსო ლაშქრავაზე თავდამსმხელ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელ კიდევ ერთ პირს წარუდგინა ბრალდება. გ.გ. გუშინ დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობა, დევნა, დისკრიმინაცია, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, შეუწყნარებლობა ედება ბრალად. 

საგამოძიებო სტრუქტურაში ამბობენ, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. 

ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system