თავში

პროკურატურამ ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა

პროკურატურამ ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა
პროკურატურამ ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ შუამდგომლობით მოსამართლეთა კოლეგიას პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, თბილისი საქალაქო სასმართლოში მიმდინარე პროცესზე მიმართა. 

წიკლაურმა მოტივად 2007 წლის 7 ნოემბერი დაასახელა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ნიკა გვარამიას პოლიტიკური თანამდებობა ეკავა პროკურატურაში, მიმდინარე მოვლენებში პირადად იყო ჩართული და ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომა, ახლა კი მისი თქმით, დაუშვებელია ამავე საქმეზე მხარედ იყოს ჩართული.

ნიკა გვარამიამ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა უარყო და დაინტერესდა, თუ 7 ნოემბრის მოვლენების ფიგურანტია, რატომ არ არის ამ დრომდე დაკითხული.

"თუ მე ფიგურანტი ვარ, აქამდე როგორ არ დამკითხეს? ტყუილია ეს ვის მივეცი მე "იმედში" წასვლის დავალება? თქვენ წარმოგიდგენიათ რომ კონტრდაზვერვას მივეცი დავალება და მოწმედაც არ ვარ გამოძახებული? ბრალდება წაყენებული კი არა მოწმეც კი არ ვარ. თუ ეს ყველაფერი მე მეხებოდა, მე გავაკეთე, რასაც მე ვკითხულობდი ჩემი დაწერილი ბრალი არ იყო, მე სპიკერი ვიყავი. სპიკერ მოსამართლე გამოვიდეს საქმეზე მერე იყოს ადვოკატი და არ მისცეთ უფლება? მე როგორც პროკურორი არ ვიყავი, როგორც პროკურორი საქმეში მონაწილეობის მიღება არაა ბრიფინგის ჩატარება. თუ სარწმუნოდ იყო ეს საკითხები თავის დროზე მე რატომ არ მკითხეს? კეთილი გენებათ, გადაგემოწმებინათ ჩემთან სხვისი მოწმის ჩვენება სარწმუნოდ როგორ მიიღეთ? არც გადაგიმოწმებიათ პირველად მესმის რაზეა საუბარი საერთოდ"- მიმართა ნიკა გვარამიამ პროკურორს პასუხად. 

მოსამართლის თქმით, აცილების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამია უშუალოდ საქმის პროკურორი იქნებოდა.

"კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად აი ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ " - განაცხადა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system