თავში

პროკურატურას დღესვე შეუძლია გაათავისუფლოს მელია - ლომჯარია

პროკურატურას დღესვე შეუძლია გაათავისუფლოს მელია - ლომჯარია
პროკურატურას დღესვე შეუძლია გაათავისუფლოს მელია - ლომჯარია

სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, სადაც ის ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მელია გირაოს გადახდის წინააღმდეგია და მას აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.  

"ნიკა მელიასთან ზოგადად ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, როგორც მივხვი მას პოზიცია არ შეუცვლია. პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს გადახდის გარეშეცაა ეს შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მას ძალიან თავისუფლად შეუძლია. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რაც შეიძლება დროზე მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ გეტყვით რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და პროკურატურას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system