თავში

პროკურორი: ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს

პროკურორი: ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს
პროკურორი: ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს

"ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას,"- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა.

საუბარია თერთმეტივე ბრალდებულზე, რომელთა სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

დავით ყაზარაშვილმა თქმით, საბურთალოელების ადვოკატებს საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე უარი ეთქვათ, ვინაიდან ეს გარემოება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

"ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემოება, მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ. თუ არ იქნება ახალი გარემოება, არც გირაოს დავეთანხმებით და არც სხვა აღკვეთის ღონისძიების სახეს. გირაოს თანხის გაზრდა არ ემსახურება პროცესის მიზნებს.

ადვოკატებს უარი ეთქვათ ცალკე წარმოებად საქმის გამოყოფაზე. ამ ეტაპზე ეს გარემოება ემსახურება საქმის გაჭიანურებას და დღეის მდგომარეობით, არარელევანტურია. თუ საქმე გამოიყოფა, ეს პიროვნებები ისევ პატიმრობაში დარჩებიან," - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუტებში მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system