თავში

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს დავით კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

დაკავებული ბრალს არ აღარებს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system