თავში

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მამაკაცს, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიხეილ ლომსაძის საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. 

პროცესზე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. არგუმენტად კი შემდეგი გარემოებები მოიტანა: მიხეილ ლომსაძეს დანაშაულის ჩადენამდე რამდენჯერმე ჰქონდა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მიმალვის საფრთხე არსებობდა. გარდა ამისა, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც მას წარსულში ეკონომიკური დანაშაულისთვის ჰქონდა მისჯილი. 

მიხეილ ლომსაძის ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაეთანხმა. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

მ.ლ, ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ს.ჩ-ს მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მ.ლ.-ს გააგდებინეს დანა, დაზარალებული კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დროული სამედიცინო ჩარევით შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

მ.ლ-ს წარედგინა ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system