თავში

ყოფილი ცოლისადმი მუქარაში ბრალდებულ მღვდელს გირაო შეეფარდა

ყოფილი ცოლისადმი მუქარაში ბრალდებულ მღვდელს გირაო შეეფარდა
ყოფილი ცოლისადმი მუქარაში ბრალდებულ მღვდელს გირაო შეეფარდა

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ჩიქოვანს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის აქვს წარდგენილი, რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3000-ლარიანი გირაო ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო. პროკურატურას სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ მოუთხოვია.

ცნობისთვის სასულიერო პირის ყოფილმა მეუღლემ ნინო გორგოშიძემ 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი ვიდეო მიმართვაში დახმარებას ითხოვს. ის ამბობს, რომ, მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, ყოფილი მეუღლისაგან მუქარის შემცველ წერილებს იღებს. ქალი ვარაუდობს, რომ მოძალადეს ცალკეული სასულიერო პირები და სამართალდამცველები მფარველობენ. ქალი ასევე ამბობს, რომ  რომ ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო არა მხოლოდ მეუღლის, არამედ და მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, სამართალდამცავებმა სასულიერო პირს შემაკავებელი ორდერი არაერთხელ გამოუწერეს, რის გამოც მას ცოლთან მიახლოება აკრძალული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system