თავში

რა დაიკარგა ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან - ექსპერტიზა ამ წუთებში მიმდინარეობს

რა დაიკარგა ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან - ექსპერტიზა ამ წუთებში მიმდინარეობს
რა დაიკარგა ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან - ექსპერტიზა ამ წუთებში მიმდინარეობს

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. პირველადი დათვალიერებით გაირკვა, რომ ავტომობილიდან გამქრალია მეხსიერების ბარათი.

ავტომობილის ექსპერტიზას საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად, ესწრება თამარის მამაც. 

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თამარს ავტომობილის გასაღებზე მეხსიერების ბარათი ჰქონდა, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა. 

მამის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ იმ მეხსიერების ბარათზე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გამოძიებამ ის სპეციალურად გააქრო.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა პირველად დღეს გაიხსნა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system