თავში

რა ხდება გეგუთის ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

რა ხდება გეგუთის ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
რა ხდება გეგუთის ციხეში - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა, - სპეციალური პენიტენციური სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს და მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს მიმართავს არ აყვნენ პანიკას.

,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში COVID-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system