თავში

რა მასალები დაახვედრეს პროკურატურაში აფრასიძეების ოჯახსა და ადვოკატს

რა მასალები დაახვედრეს პროკურატურაში აფრასიძეების ოჯახსა და ადვოკატს
რა მასალები დაახვედრეს პროკურატურაში აფრასიძეების ოჯახსა და ადვოკატს

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურაში მათ დღეს გარკვეული ექსპერტიზის, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები გააცნეს, თუმცა ადვოკატის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

„ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გავეცანი გარკვეული ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის ბალისტიკურია, რომელიც ამ საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, იყო მსჯელობა კონკრეტულ დოკუმენტებზე, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია. ისეთი მასალები დაგვახვედრეს, რომ დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ. ეს რაღაც რა იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა ეჭვი არ მეპარაება, რომ ჩვენ მათ მუდმვად მოვთხოვთ პასუხს, როგორც არსებულზე, ისე ახალ მასალებზე“, - განაცხადა ირმა ჭკადუა.

გენერალურ პროკურატურაში დღეს დოდო აფრასიძის და ირაკლი შოთაძის შეხვედრა შედგა. მხარეებმა სვანეთის ოპერაციაზე ისაუბრეს, რა დროსაც აფრასიძეების ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს.

სპეცოპერაციისას დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა, დოდო აფრასიძე მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს, მათ შორის გიორგი ბარამიძის, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და აღნიშნულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ, სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 2013 წელს გათავისუფლდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system