თავში

რა მოითხოვა სამსახურიდან თამარ ბაჩალიაშვილმა

რა მოითხოვა სამსახურიდან თამარ ბაჩალიაშვილმა
რა მოითხოვა სამსახურიდან თამარ ბაჩალიაშვილმა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილმა, ვიდრე სამსახურს დატოვებდა, კომპანიიდან სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ კომპანია ,,ზეგ" - ის იურისტმა ქეთი მირიანაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც მომავალს გეგმავს თავს არ მოიკლავდა. 

კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელი მზად არის, გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმაროს. 

გვთხოვა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გამზადდა და გადაეცა, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც გეგმავს მომავალს დიდი კითხვის ნიშანია, რატომ მოიკლავდა თავს, ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ძიება და მოხდეს ასევე, თამარის ტელეფონის და პირადი კომპიუტერის გახსნა,“ - განაცხადა კომპანიის იურისტმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system