თავში

რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი პირების გამოკითხვას ითხოვს

რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი პირების გამოკითხვას ითხოვს
რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი პირების გამოკითხვას ითხოვს

"მოგეხსენებათ, ჩემს მიერ მოხდა გარკვეული პირების დაკითხვა, თამუნას ყოფილი კლასელების,"- ამის შესახებ თბილისის პროკურატურასთან ტამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა განაცხადა. 

მიხეილ რამიშვილის თქმით, გარკვეულმა პირებმა თქვეს, რომ ბაჩალიაშვილს ოდესღაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ჩემ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ამდაგვარ ქმედებებს არასდროს ადგილი არ ჰქონია და ეს ჩვენებები უნდა დავურთო საქმეს. ამ პირების გამოკითხვა უნდა მოხდეს, გარკვეული პირები უნდა დაიკითხონ, ესენი ახალი პერსონები არიან, რომლებიც აბსოლუტურად რადიკალურად სულ სხვა სურათს წარმოაჩენენ თამუნასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ამ ბავშვს არასდროს ჰქონია ამდაგვარი ქმედებები, არასდროს მის ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია მსგავს ქმედებებს. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ეს არის გარკვეულწილად დისკრედიტაცია როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის საზოგადოების თვალში, რომ წარმოჩნდნენ არაჯანსაღად," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system