თავში

რამიშვილი: თამარის გარდაცვალების მიზეზს გავეცანით

რამიშვილი: თამარის გარდაცვალების მიზეზს გავეცანით
რამიშვილი: თამარის გარდაცვალების მიზეზს გავეცანით

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის ცნობით, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი პრეპარატების მიღება გახდა. 

მისი თქმით, დნმ-ის ანალიზმა ასევე დაადასტურა, რომ ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. 

“გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება. დნმ-ს დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system