თავში

რამიშვილი: მოვითხოვთ დაინიშნოს კომლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

რამიშვილი: მოვითხოვთ დაინიშნოს კომლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
რამიშვილი: მოვითხოვთ დაინიშნოს კომლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები, ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში საქმის ახალ მასალებს გაეცვნენ.

ადვოკატები კომისიურ-კომპლექსური-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასაც მოითხოვენ, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. 

,,ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს, კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად, მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა, მოხდეს იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ რომ გამოიყენონ, ვითომდა, თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება და ამ შუამდგომლობას ვაყენებთ",- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system