თავში

რატომ დაიბარეს ირაკლი კობახიძე სუს-ში -პირველი კომენტარი

რატომ დაიბარეს ირაკლი კობახიძე სუს-ში -პირველი კომენტარი
რატომ დაიბარეს ირაკლი კობახიძე სუს-ში -პირველი კომენტარი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სუს-ს წინასააჩევნო პერიოდში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

,,დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ,,ნაცმოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე, შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც ემზადებოდნენ ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის.

დავასახელე მათი ლიდერების გვარები. ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შედგენილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის მთავარი ლიდერი ამ კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდა რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, მაგალითად, დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი, იყვნენ სხვებიც. ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ.

არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system