თავში

რძლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის მაზლს პატიმრობა მიესაჯა 

რძლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის მაზლს პატიმრობა მიესაჯა 
რძლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის მაზლს პატიმრობა მიესაჯა 

მამაკაცს რძლის სასტიკი მკვლელობისთვის პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში ი.ა.-მ ძმის მეუღლეს გ.პ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც გ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი.ა.-მ გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8710,48 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2019 წლის 8 სექტებერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 187-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,"-ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system