თავში

როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება - გირგვლიანის საქმის მოსამართლე

როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება - გირგვლია
როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება - გირგვლიანის საქმის მოსამართლე

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს, აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

როგორც კოჭლამაზაშვილმა განმარტა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე უარის თქმის არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მოსამართლე - არა.

"როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში! დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, არ მინდა და არ გიშვებო? ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისარგებლოს.

პრეზიდენტს ნამდვილად 2008 წლის განკარგულებით განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლებული, ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა ისინი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას აღარ საჭიროებდნენ და აღარ დაექვემდებარებოდნენ.

ვიყავი მორიგე სასამართლოში, ეს იყო შაბათი, ან კვირა დღე, შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარდგინება გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მაშინ მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტდა, როგორც მახსოვს, სიაში, 22 ან 24 ადამიანი იყო. ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა. 

3 ინსტანციის სასამართლომ, მე როგორც საქმის კურსში ვარ, პროკურორების ოფიციალური ბრიფინგებით და საჯარო გამოსვლებით, პრეზიდენტს მსჯავრი დაედო არა მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისთვის - მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, არამედ წინასწარ შეპირებული შეწყალებისთვის, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ მას დანაშაულად შეუფასა... მე მათ ხომ არ შევპირებივარ წინასწარ გათავისუფებას, აქ ლაპარაკია, რომ იმ მსჯავრდებულებს თითქოს, წინასწარ დაპირდნენ შეწყალებას, მაგრამ მე ხომ არავის დავპირებივარ წინასწარ გაგათავისუფლებით პირობით ვადამდე ადრე-მეთქი", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა "ტვ პირველთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system