თავში

რუსთავში მოკლული დავით მუმლაძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

რუსთავში მოკლული დავით მუმლაძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
რუსთავში მოკლული დავით მუმლაძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

დაკავებული ორი მოქმედი პოლიციელის - მიხეილ ღუბიანურისა და დავით მიროტაძის, ყოფილი პოლიციელის - დიმიტრი დუღაშვილის, ასევე მოკლულის მეგობრის - გიორგი გეთაშვილის და უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულების - გიორგი ასათიანისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურსა და დავით მიროტაძეს, ასევე ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს, ბრალი ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღვეთისთვის აქვთ წაყენებული. გიორგი ასათიანს კი - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთის. გიორგი გეთაშვილისთის წაყენებული ბრალი ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას გულისხმობს. სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს - ზურაბ ჯღარკავას ეძებენ.

პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა. 

გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის. 

პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, სახლიდან მოტყუებთ გამოყვანილ მუმლაძეს დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს საკუთარ მანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვირს პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა.

ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system