თავში

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ს​აგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1535 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6 600 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system