თავში

სააკაშვილის გასათავისუფლებლად არსებობს იურიდიული ხერხები - ადვოკატი

სააკაშვილის გასათავისუფლებლად არსებობს იურიდიული ხერხები - ადვოკატი
სააკაშვილის გასათავისუფლებლად არსებობს იურიდიული ხერხები - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არსებობს იურიდიული ხერხები, ხოლო ამ ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია.

მისი თქმით, თუ შესაბამისი პოლიტიკური მოთხოვნები და საზოგადოების აქტიურობა იქნება, ეს მიღწევადია. ბასილაია ამბობს, რომ დაუშვებელია, რეფორმატორი პრეზიდენტი პოლიტიკური მძევალი იყოს. 

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის არა მხოლოდ მისი ადვოკატების, ჩვენს ინტერესებში, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ინტერესში. არ შეიძლება პოლიტიკური მძევლობის ქვეშ იმყოფებოდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის ისტორიის მთავარი რეფორმატორი. აქედან გამომდინარე, არსებობს იურიდიული ხერხები და ამ იურიდიული ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია და თუ შესაბამისი პოლიტიკური მოთხოვნები და საზოგადოების აქტიურობა იქნება, ეს მიიღწევა“, - განაცხადა ბასილაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system