თავში

სააკაშვილის ბიძა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

სააკაშვილის ბიძა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება
სააკაშვილის ბიძა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება.

იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. 

"მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, მოვიდე ამ დაკითხვაზე. პირველი – უნდა გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე – ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე პოლიტიკურ მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ. არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე არ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ, ამერიკის მოქალაქე ვარ. არანაირი მოთხოვნა გამოძიებაზე არ შემიტანია. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო დაცვა, მოვითხოვო იქ, სადაც ვცხოვრობ", განაცხადა თემურ ალასანიამ სასამართლოში შესვლამდე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system