თავში

,,საბჭოთა კანონებით ასამართლებენ ახალგაზრდებს" - ,,სირცხვილიას" აქცია სასამართლოსთან - PHOTO

,,საბჭოთა კანონებით ასამართლებენ ახალგაზრდებს" - ,,სირცხვილიას" აქცია სასამართლოსთან - PHOTO
,,საბჭოთა კანონებით ასამართლებენ ახალგაზრდებს - ,,სირცხვილიას აქცია სასამართლოსთან - PHOTO

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ. პარალელურად კი, ამ წუთებში, სასამართლოში პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ,,სირცხვილიას"  სამი წევრის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც report.ge-ს მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები უკანონოდ დააკავეს და მათ დღემდე საბჭოთა კანონებით ასამართლებენ.

მისი თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთ აქტივისტს ფიზიკური დაზიანებაც აქვს მიღებული.

"გუშინ უკანონოდ დააკავეს ჩვენი სამი აქტივისტი, მათ შორის ერთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ეს მოხდა მაშინ, როცა, რეალურად შეშაც კი აღარ მიჰქონდათ აქციის მონაწილეებისთვის. გაასამართლეს საბჭოთა რეჟიმის დროს მიღებული კანონით და დღემდე ამ მეთოდებით სჯიან ადამიანებს", - აცხადებს დიღმელაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, მოძრაობა "სირცხვილიას" "დაუმორჩილებლობის" აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ,,სირცხვილიას" სამი აქტივისტი: ნოდარ რუხაძე, გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. ისინი ტერიტორიაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ახალგაზრდები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system