თავში

სად იყო "ევროპული საქართველოს" წევრის შვილი, რომელიც დედას გატაცებული ეგონა

სად იყო "ევროპული საქართველოს" წევრის შვილი, რომელიც დედას გატაცებული ეგონა
სად იყო ევროპული საქართველოს წევრის შვილი, რომელიც დედას გატაცებული ეგონა

"ევროპული საქართველოს" წევრის შვილი, რომელიც გაუჩინარებული იყო, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. 

როგორც 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში განაცხადა, დედამ მისი სატელეფონო ზარი არასწორად გაიგო.

"ბიძაჩემთან ვიყავი ჩასული. დედაჩემს დავურეკე, მაგრამ სხვანაირად გაიგო", – განაცხადა ზაქრო ქუსრაშვილმა.

შვი­ლის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, ნინო გა­ლახ­ვა­რი­ძემ გუშინ განაცხადა.

ნინო გალახვერიძის თქმით, მისმა შვილმა ტელეფონზე დაურეკა და უთხრა რომ იტაცებდნენ, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

"ევროპული საქართველოს" წევრი შვილის გატაცებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდა.

თელავის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარტია "ევროპული საქართველოს" თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძის და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system