თავში

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა

​საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა
საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თავად ბოკერიამ მოითხოვა. 

პროკურორ ბექა კვიციანის განცხადებით, გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გახდა საჭირო.  

ბოკერია თავდაპირველად გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში მისცემდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

როგორც report.ge-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გიგა ბოკერია უწყებაში დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს უკავშირდება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system