თავში

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყება. 

როგორც ნიკა მელიას უფლებადამცველმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, მათთვის უცნობია ვის გამოკითხავს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე. 

"ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად, რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო პროცესზე ამის შესახებ შევთანხმდით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ, გვქონდეს ჩვენი დაცვის სტრატეგია ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ მოგვცა ამის შესაძლებლობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვის გამოკითხავს ბრალდების მხარე", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system