თავში

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სხვა მამაკაცში შეეშალათ თურქეთის იზოლატორში 15 დღე გაატარა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სხვა მამაკაცში შეეშალათ თურქეთის იზოლატორში 15 დღე გაატარა
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სხვა მამაკაცში შეეშალათ თურქეთის იზოლატორში 15 დღე გაატარა

თურქეთში, საქართველოს მოქალაქე შეცდომით დააკავეს. 23 წლის გიორგი მენაბდიშვილი ადგილობრივ სამართალდამცავებს სხვა ქართველ მამაკაცში შეეშალათ. მან თურქეთის იზოლატორში 15 დღე გაატარა.

ახალგაზრდა იტალიიდან ცოლ-შვილთან ერთად ბრუნდებოდა, რა დროსაც სტამბოლის აეროპორტში დააკავეს.

ადგილობრივი ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდას დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მას და ქურდობაში ეჭვმიტანილს ერთი და იგივე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი აქვთ.

ადვოკატის დახმარებით გაირკვა რომ ბრალდებულსა და უკანონოდ დაკავებულს შორის გარდა სახელის, გვარისა და დაბადების თარიღისა სხვა საერთო მსგავსება არაფერი იყო. ადვოკატმა დაარწმუნა სამართალდამცავები რომ პირს რომელსაც ეძებენ აბსოლუტურად სხვა ვიზუალი აქვს და მამის სახელით განსხვავდებიან. გიორგი მენაბდიშვილი უკვე თავისუფალია, შესაბამისი საბუთების გადაცემის შემდეგ კი ის თურქეთის ტერიტორიას დატოვებს.

15 დღე იზოლატორში ძებნილთან იდენტური სახელის და გვარის გამო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system