თავში

საქართველოს სამმა მოქალაქემ შვედ პარტნიორს 73 000 ევრო გამოსძალა

საქართველოს სამმა მოქალაქემ შვედ პარტნიორს 73 000 ევრო გამოსძალა
საქართველოს სამმა მოქალაქემ შვედ პარტნიორს 73 000 ევრო გამოსძალა

საქართველოს სამმა მოქალაქემ შვედეთის სამეფოს მოქალაქეს 73 000 ევრო თაღლითურად გამოსძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი თქმით, თაღლითებმა, რომლებიც უკვე დააკავეს, ჩეხეთში შექმნეს ვირჯინიის კუნძულებზე არსებული კომპანიის საბანკო ანგარიში, სადაც შვედეთის მოქალაქეს ჩაარიცხვინეს 73 000 ევრო. მოგვიანებით კი ამ თანხის ნაწილი, 48 900 ევრო საქართველოში, საკუთარ ანგარიშებზე გადმორიცხეს და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.

ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული ქმედებებით, ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ ჯამში 48 900 ევროს (151 416.9 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს", - აცხადებენ პროკურატურაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system