თავში

საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო არ არსებობს - რამიშვილი

საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო არ არსებობს - რამიშვილი
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო არ არსებობს - რამიშვილი

ბაჩალიაშვილის საქმეზე, ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ უარი გვითხრა, - ამის შესახებ Report.ge-ს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმე, უახლოეს დღეებში სტრასბურგის სასამართლოში მიაქვთ და ის მტკიცებულებები, რომელიც გამოძიებას ფაქტობრივად არ შეუსწავლია სტრასბურგის სასამართლოს დაანახებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო არ არსებობს.

"სასამართლომ შინაარსობრივი განხილვის გარეშე, პირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება, არ უმსჯელია საერთოდ არაფერზე. ბაჩალიაშვილის საქმეს, ჩვენ უახლოეს დღეებში წავიღებთ სტრასბურგის სასამართლოში, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. ჩვენთან დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს, მოსამართლეების უმრავლესობა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. საქმეში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც გამოძიებას ფაქტობრივად არ შეუსწავლია და არაფერი არ გაუკეთებია. ეს ფაქტი, სტრასბურგისთვის იქნება იმის დასტური, რომ საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური საგამოძიებო ორგანოები არ გაგვაჩნია", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და საქმის ხელახლა გამოძიებასა და თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის, დაზარალებულის სტატუსის აღდგენას ითხოვებ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system