თავში

საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიგვაქვს - რამიშვილი

საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიგვაქვს - რამიშვილი
საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიგვაქვს - რამიშვილი

ჩვენს საჩივარზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიგვაქვს, -  ამის შესახებ Report.ge-ს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სანამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, საკუთარი ძალებით კიდევ ბევრ რამეს გამოააშკარავებს.

"ჩვენ შეტანილი გვაქვს საჩივარი და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, დღე-დღეზე უნდა მივიღოთ პასუხი. ჩვენ პასუხს ველოდებით, როგორც უზენაესი სასამართლოდან, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოსგანაც და მერე უკვე სტარსბურგის სასამართლოში მიგვაქვს ყველაფერი.

აქ ყველაფერი პოლიტიზირებულია და ასრულებენ დავალებებს, ვნახოთ რა გადაწვეტილებას მიიღებენ, თუმცა ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების დიდი იმედი არ მაქვს. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს, მათი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ სააშკარაოზე გამოვა ყველაფერი. გამოჩნდება, რომ თამარის საქმეში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო სისტემა, რათა საქმე არ გამოძიებულიყო. ამისთვის მართალია დიდი ომი დამჭირდება, მაგრამ სიმართლეს მაინც მივაღწევ. ასევე, სანამ სტრასბურგში სასამართლო გადაწყვეტილება იქნება, მანამდე მე ჩემი ძალებით კიდევ ბევრ რამეს გამოვააშკარავებ", - განუცხდა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და საქმის ხელახლა გამოძიებასა და თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის, დაზარალებულის სტატუსის აღდგენას ითხოვებ. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system