თავში

საქმეში ამირხანაშვილის რადიკალურად შეცვლილი ჩვენება დევს - ადვოკატი

საქმეში ამირხანაშვილის რადიკალურად შეცვლილი ჩვენება დევს - ადვოკატი
საქმეში ამირხანაშვილის რადიკალურად შეცვლილი ჩვენება დევს - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმის ახალ მასალებში მოწმის გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება დევს.

"დღეს სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღზე მხარეებთან შეთანხმებით და სასამართლო არ იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან მსგავსი სახის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ახალ მასალებს სრულყოფილად ვიცნობ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალ მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დასაცავი პირის - ნიკა რევაზიშვილის რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. ახალ მასალებში კვლავ გვხვდება გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება, თუმცა ამ შეცვლილი ჩვენებითაც კი არ დასტურდება განზრახ მკვლელობის ფაქტი," - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system