თავში

მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მორის მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, - განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში ედებოდა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system