თავში

სანდრა რულოვსი და გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

სანდრა რულოვსი და გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
სანდრა რულოვსი და გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა - გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი, ასევე მიხეილ სააკაშვილის შვილები ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

გელხაურის განმარტებით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, - განაცხადა გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system