თავში

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს გაესაუბრა

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 29 იანვარს 11:00 საათზე გააგრძელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system