თავში

სასამართლომ "ანას ბაღის" მშენებლობა შეაჩერა

სასამართლომ "ანას ბაღის" მშენებლობა შეაჩერა
სასამართლომ ანას ბაღის მშენებლობა შეაჩერა

„ანას ბაღის“ გადასარჩენად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. 

მოსამართლის გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჩააბარეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ანას ბაღის ტერიტორიაზე, მშენებლობა დღესვე უნდა შეჩერდეს.

ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით, ეს არის პირველი გამარჯვება და იმედი აქვთ, რომ საბოლოო მიზანს მიაღწევენ. 

"დღეს მერიის შესაბამის სამსახურს გადავეცით ეს გადაწყვეტილება და იმედი გვაქვს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი გამარჯვება, ამ დადგენილებით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მშენებლობა დღესვე უნდა შეჩერდეს. ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, სანამ არ დამთავრდება საქმე, მშენებლობა შეჩერდება. ჩვენი მოთხოვნა იყო შეჩერებულიყო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 1-ელი ნოემბრის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ღურწკაიამ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ. თბილისის მერია და მშენებარე კომპანია კი ამტკიცებენ, რომ ბაღს საფრთხე არ ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system