თავში

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system