თავში

სასამართლომ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლომ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
სასამართლომ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მას საპროცესო შეთანხმების თანახმად, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system