თავში

სასამართლომ მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში განხორციელდა.

„საია იცავდა არასრულწლოვანს, რომლის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა.“

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა",- აღნიშნავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system