თავში

სასამართლოში იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა

სასამართლოში იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა
სასამართლოში იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა

თიბლისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ბრეგვაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც მისმა უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას გასცა პასუხი და განაცხადა, რომ შემთვევის ადგილის დათვალიერებისას იქ მიმდინარე მოვლენების კადრები აღიდგინა და აღწერა იქ მყოფი ადამიანების მოქმედებები. 

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს პროცესზე ყველა კითხვას გასცა პასუხი. ყოველთვის, როცა აპელირება მიმდინარეობს იმაზე, რომ იაკობ ბრეგვაზე ცვლის ჩვენებებს, ეს არასწორია. ძალიან კარგია, რომ თქვენთვის საქმის მასალები ხელმისწავდომია და მათ შორის, ცნობილია მისი ჩვენებები. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გარკვეულწილად აღიდგინა ის კადრები, რაც რეალურად იმ საღამოს იქ მიმდინარეობდა. კონკრეტული სახელები და გვარები მან არ იცის. ამას თავიდანვე ვამბობდით. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, სახელებით არ იცის, უბრალოდ ის აღწერს მოქმედებებს, რომელი მათგანი, რას ასრულებდა. კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია, მან მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების ჩაცმულობა და აღნაგობა იცის, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ. ხოლო ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებებს ახორიცელებდნენ, იცის მხოლოდ და მხოლოდ მათი მოქმედებები.

იაკობ ბრეგვაძემ დღეს, დაცვის მხარის ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცა. ძირითადად, კითხვები შეეხება ავტომაქანა „მერსედესის“ მოსვლისას რა თანმიმდევრობით გადმოვიდნენ, ხელში ვის რა ეჭირა, როგორ აღიქვა, რომ რკინა იყო. ბრეგვაძემ განმარტა, ეს მძიმე რკინა ეჭირა ადამიანსო. ჰკითხეს, რატომ გაიქეციო და უპასუხა, რომ მას შეეშინდა და ამიტომ", - განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system