თავში

საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 16 ნოემბერს გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება არ მიეცეს.

"საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში საქმე არ წაუღიათ. ხვალ ჩანიშნეს ეს პროცესი და ეცდებიან, კვლავ მიზეზად მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან სააკაშვილის მოყვანას", – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 46-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system