თავში

შაქარაშვილის საქმეზე DJ კოკოს გამოკითხვა შსს-ში გვიან ღამით დასრულდა

შაქარაშვილის საქმეზე DJ კოკოს გამოკითხვა შსს-ში გვიან ღამით დასრულდა
შაქარაშვილის საქმეზე DJ კოკოს გამოკითხვა შსს-ში გვიან ღამით დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ყველაზე გვიან შაქარაშვილის საქმის მოწმემ კონსტანტინე ღიბრაძემ დატოვა. 

მას უწყებაში დღეს ისევ ელოდებიან. 

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა დიჯეიმ აღნიშნა, კითხვები სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა. 

,,ხელახლა გავიარეთ ის ფაქტები და გარემოებები რაზეც მე მქონდა ინფორმაცია და იყო დამატებითი შეკითხვები, სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა, როგორ მოგეხსენებათ დიდი საქმეა", - განაცხადა კოკო ღიბრაძემ. 

კონკრეტულად, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ღიბრაძესთან, არ უთქვამს.

წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა კიდევ ერთი მოწმის, გიორგი ქათამაძის გამოკითხვაც, რომელსაც მერსედესის მარკის მანქანაში მყოფები 18 ივნისის ღამით სასტიკად გაუსწორდნენ. 

ამასთან, გამოიკითხა არასრულწლოვანიც, რომელმაც საგამოძიებო უწყება უკომენტაროდ დატოვა.

გუშინ კიდევ ერთხელ გამოიკითხა 18 ივნისის იუბილარი ანი გაბეჩავაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system