თავში

შადრევანში საღებავის ჩასხმისთვის აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს

შადრევანში საღებავის ჩასხმისთვის აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს
შადრევანში საღებავის ჩასხმისთვის აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმეს

პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქტივისტი ნათია ლეთოდიანი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხა, 5 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

"უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხომ გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1 000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშკარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5 000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ", - წერს ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system