თავში

შაქარაშვილის საქმეზე დღეს ორი პროცესი პარალელურად იმართება

შაქარაშვილის საქმეზე დღეს ორი პროცესი პარალელურად იმართება
შაქარაშვილის საქმეზე დღეს ორი პროცესი პარალელურად იმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში  ე.წ. ოქროს მოწმე იკითხება. დაზარალებული ვახო ახვლედიანი სასამართლოში ცოტა ხნის წინ, საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა. ახვლედიანი ჩვენებას მისცემს 6 არასრულწლოვანის საქმეზე.

დღესვე, პარალელურად ჩანიშნულია 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესიც.

სავარაუდოდ, ვახო ახვლედიანი არის პირი, რომელმაც სიკვდილამდე ყველაზე ბოლოს ნახა გიორგი შაქარაშვილი. 

"ვახტანგ ახვლედიანი დღეს დაიკითხება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ის იყო მანამდე დაკითხული, ბუნებრივია ის დაადასტურებს მის მიერ მიცემულ ჩვენებებს," - განაცხადა ახვლედიანის ადვოკატმა კახა წერეთელმა.

ვახო ახვლედიანის დედა ნინო გოგილაშვილი მიიჩნევს, რომ ის პირები, რომლებიც მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ

არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატის ზაქარია გვიშიანის განცხადებით, მათ ვახტანგ ახვლედიანთანაც იგივე შეკითხვები ექნებათ, რაც იაკობ ბრეგვაძესთან ქონდათ, რომელიც გუშინ დაიკითხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system