თავში

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატების განცხადებები

შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატების განცხადებები
შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატების განცხადებები

"ჩვენ შესავალ სიტყვებში გავამახვილებთ ყურადღებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნ.ხ.-ს შესახებ. დაცვის მხარეს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ ნ.ხ.-ს დანაშაული არ ჩაუდენია. წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული, დაუსაბუთებელი," - ამის შესახებ გიორგი საქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვან ნ.ხ.-ს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ ჩიქოვანისა და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ კი ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.ც.-მ ბრალად წარდგენილი ქმედება განახორციელა. 

"რაც შეეხება ამის დამტკიცებას, დაცვის მხარე უშუალოდ სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევის შემდგომ დარწმუნებულია, რომ სასამართლოს დააჯერებს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არის უსაფუძვლო," - აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

"უადგილოა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ორგანიზება მოაწყო. რა ორგანიზება უნდა მოეწყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს?! ის ცდილობდა, თბილისის მიმართულებით წამოსვლას, რა დროსაც შეხვდა იმ პირებს, რომელთანაც შემდგომ მოხდა კონფლიქტი. შესაბამისად, ამაზე გვექნება ჩვენი პოზიცია, რომ კვალიფიკაცია არის არასწორი," - აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system