თავში

შანაი ბრუკის მკვლელობის გამოძიების მიზნით 200-მდე პირი გამოიკითხა

შანაი ბრუკის მკვლელობის გამოძიების მიზნით 200-მდე პირი გამოიკითხა
შანაი ბრუკის მკვლელობის გამოძიების მიზნით 200-მდე პირი გამოიკითხა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით თილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შანაი ბრუკის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ არაერთი საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა, რის შედეგადაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა ბრალდებულის დაკავება.

"გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები", - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system