თავში

შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ ნიკა გვარამიას სუს-ში ინფორმაცია მიაწოდეს

შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ ნიკა გვარამიას სუს-ში ინფორმაცია მიაწოდეს
შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ ნიკა გვარამიას სუს-ში ინფორმაცია მიაწოდეს

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორი დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. როგორც გვარამიამ უწყების დატოვების შემდეგ განმარტა, მასზე შესაძლო ტერორსიტული აქტის მომზადების საქმეზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. 

"დეტალებში ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. ყველაფერი ნორმალურადაა, იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინა საარჩევნო ტრიუკთან არ გვაქვს ადგილი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მასზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია აგვისტოში მიაწოდა. სუს-მა ფაქტზე გამოძიება 6 აგვისტოს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system