თავში

,,შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა" - ბაჩალიაშვილის დედა

,,შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა" - ბაჩალიაშვილის დედა
,,შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა - ბაჩალიაშვილის დედა

,,კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა", - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

თეონა თამაზაშვილი შვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა.

,,წინა კვირას გამოცდა ჩააბარა ინგლისურის საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებლად და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს - რატომ მოიკლავდა თავს. არავინ მაყენებს საქმის კურსში, ისევე, როგორც ძებნის პროცესში ვიხვეწებოდი. აღარაფერს გამოვრიცხავ უკვე. უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შესაძლოა, სხვაგან შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system