თავში

შსს-მ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა

შსს-მ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა
შსს-მ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილი გოგონას საქმე გამოძიებისთვის, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დრომდე, ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system