თავში

შვილებზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

შვილებზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
შვილებზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ერაყის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. 

როგორც Report.ge- გენერალური პროკურატურიდან აცნობესსასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერაყის მოქალაქე, რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, 2018 წლიდან შვილებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის. სკოლის მოსწავლე მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.

2018 წლის ზაფხულში შვილმა მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მან შვილს მაჯაზე წვერის საპარსი გაუსვა.

2018 წლის სექტემბერში მან თავის ქალიშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 

სამართალდამცველებმა დამნაშავე 2019 წლის 1 მაისს ქ.თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.  ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანის მიმართ. მას ასევე ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება. 

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system